logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: ქვეყანაში სიძულვილის მთავარი გამავრცელებლები სწორედ სააკაშვილის პარტია, მისი ტელევიზიები და სპიკერები არიან
- +

23 დეკემბერი. 2019. 14:58

 

„ქვეყანაში სიძულვილის მთავარი გამავრცელებლები სწორედ სააკაშვილის პარტია, მისი ტელევიზიები და სპიკერები არიან“, - ამის შესახებ მედიამენეჯერი და საინფორმაციო სააგენტო „ეს პერსონას“ დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ნაცებმა რაც არ უნდა  იჯახირონ  და „ფეისბუქის“ რამდენი გვერდიც  არ უნდა დაბლოკონ, ვერაფრით ჩაახშობენ საქართველოს  მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ხმას, რომელიც  ამბობს, რომ სააკაშვილსა და მის ნაძირალებს ხელისუფლებაში არასოდეს დააბრუნებს.

 

საერთოდაც, ძალიან სასაცილოა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მის მიმართ  „სიძულვილის  ენის“ გამოყენებაზე ჩივის, რადგან ქვეყანაში სიძულვილის  მთავარი  გამავრცელებლები  სწორედ სააკაშვილის პარტია, მისი ტელევიზიები და სპიკერები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე  სიძულვილსა და ბოროტებაზეა დაფუძნებული“, - აღნიშნავს კოკა ყანდიაშვილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი