logo_geo
შალვა ხაჭაპურიძე: ჩემო ძველო თანამებრძოლებო, შემთხვევით მიშას სტაჟიანი „ნასედკები“ ხომ არ ხართ?
- +

23 დეკემბერი. 2019. 15:03

 

„ჩემმა ძველმა მეგობრებმა, რომლებიც სააკაშვილის გვერდით დადგნენ, წარსულს შეაფურთხეს!“ - ამის შესახებ უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩემმა ძველმა მეგობრებმა, რომლებიც სააკაშვილის გვერდით დადგნენ, წარსულს შეაფურთხეს! პირდაპირი კაცი ვარ და არავის მოვერიდები - თუ პარტიას თავჯდომარე ხარ და ქუჩაში 50 ახალგაზრდა ვერ გამოგყავს, თუ გუშინ ნაცებს დედას აგინებდი და დღეს იმიტომ შეეკარი, რომ ის ორმოცდაათი ახალგაზრდა ნაცებს ჰყავთ, ე.ი. შენ ხარ უზნეო და ნაძირალა!

 

საერთოდ, ე.წ. ოპოზიციის საქციელი ძალიან სერიოზულ და ლეგიტიმურ კითხვას ბადებს! კერძოდ, როცა ჩვენ ყველანი ერთად სააკაშვილსა და ნაცებს ვებრძოდით, ესენი მაშინაც სააკაშვილთან ხომ არ იყვნენ? ანუ ჩემო ძველო თანამებრძოლებო, შემთხვევით მიშას სტაჟიანი „ნასედკები“ ხომ არ ხართ?“ - აღნიშნავს შალვა ხაჭაპურიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი