logo_geo
არჩილ თალაკვაძე მინისტრთა ახალ კაბინეტზე: ღირსეული შემადგენლობაა!
- +

22 ნოემბერი. 2016. 23:34



უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესი კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც მისასალმებელია. მისი თქმით, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტთან დაკავშირებით კონსულტაციები და პროცედურები კვირის ბოლომდე დამთავრდეს.


„მინისტრთა ახალ კაბინეტში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება აქვთ და მათ ანგარიშზე არაერთი წარმატებაა. ვიხილეთ აგრეთვე ერთგვარი განახლება,  განსაკუთრებით - ეკონომიკური მიმართულებით. მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრებს, რომლებმაც კაბინეტი დატოვეს და წარმატებები ვუსურვო სამთავრობო გუნდს. ვფიქრობ, ეს არის ღირსეული შემადგენლობა, გამოცდილებისა და ახალი ენერგიის ერთგვარი ნაზავი, რომელიც შეძლებს, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

 

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არცერთ დღეს და არცერთ საათს არ დავკარგავდით, ვინაიდან ჩვენ 4 წელიწადი გვაქვს და სწრაფი განვითარებისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ვადების გასვლას არ დაველოდებით, რადგან კანდიდატურებზე შეთანხმება არსებობს და გვაქვს ძალიან მტკიცე პოზიცია, თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც კი კენჭისყრა დასრულდება, მთავრობას მეორე დღესვე ექნება საშუალება, საქმიანობას შეუდგეს", - განაცხადა თალაკვაძემ.



 

big_banner
არქივი