logo_geo
გოგა ხაინდრავა: ციხეში მთვრალები მიდიოდნენ, „ზილინას“ თამაშობდნენ, პატიმრებს მუხლებზე აყენებდნენ და ზემოდან აშარდავდნენ
- +

23 იანვარი. 2020. 12:54

 

 

 

„დიდი წიგნი უნდა გამოიცეს მათ („ნაციონალური მოძრაობის“) მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულების შესახებ და ყველა, ვინც ამას სჩადიოდა, სახალხოდ იქნას მხილებული“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ „საერთო გაზეთთან“ ისაუბრა.

 

მისი თქმით, დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩადენილი ბევრი ფაქტი, ჯერ კიდევ უცნობია საზოგადოებისთვის.

 

„ბევრი ფაქტია, რის საქმის კურსშიც საზოგადოება ნამდვილად არ არის. ყველამ იცის ბუტა რობაქიძის, გირგვლიანის, ცოცხების საქმე, მაგრამ ამას გარდა, უამრავი დანაშაულია ჩადენილი. როცა ფილმს ვიღებდი და ციხეში, მორგში ვიყავი, ვერ შევძელი სცენის გადაღება, რაც რეალურად ახალკაცს დამართეს. იგი 24 საათი მორგში, გვამზე იყო მიბმული. საზოგადოებას ვერ ვაკადრე ამ სცენის გამეორება. ამის გარდა, გავიხსენოთ მეგრელი კაცის სასოწარკვეთილი კივილი, რომელსაც „ვიაგრა“ დაალევინეს. ამ ყველაფერს ახალაიები აკეთებდნენ. ციხეში მთვრალები მიდიოდნენ, „ზილინას“ თამაშობდნენ, პატიმრებს მუხლებზე აყენებდნენ და ზემოდან აშარდავდნენ - აგრილებდნენ.

 

დიახ, ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, დიდი წიგნი უნდა გამოიცეს მათ მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულების შესახებ და ყველა, ვინც ამას ჩადიოდა, სახალხოდ უნდა იქნას მხილებული“,- აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი