logo_geo
ანკა ვასაძე: ჭორი გავრცელდა, რომ ბაია დვალიშვილის შვილი ვარ და ამას ვმალავთ
- +

25 იანვარი. 2020. 23:43

 

 

„რაც მე და ბაიამ თეატრში ერთად დავიწყეთ მუშაობა, მას მერე ძალიან კარგი მეგობრები ვართ“, - ამის შესახებ მსახიობმა და წლევანდელი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულმა ანკა ვასაძემ ისაუბრა.

 

„მე და ბებიაჩემს, ბაია დვალიშვილს ერთმანეთს ძალიან გვამსგავსებენ, ისიც უკითხავთ, დედა-შვილი ხომ არ ხართო. ხუმრობით ბაბოს ვეძახი ხოლმე და თვითონაც მეუბნება, ბაბო გენაცვალოსო, თორემ ისე ბაიას ვეძახი. კომიკურია, ბაია რომ ბებიაჩემია. პროექტში რომ ვცეკვავდი, ეგონათ, რომ მისი შვილი ვიყავი და ვმალავდი. რატომ უნდა დაგვემალა, არ ვიცი, მაგრამ ასეთი ჭორი გაავრცელეს.

 

რაც მე და ბაიამ თეატრში ერთად დავიწყეთ მუშაობა, მას მერე ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი აღარ არსებობს. რჩევებს მას ვეკითხები. ჩემთვის სამაგალითო ადამიანია როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვალსაზრისით. ერთადაც ვმდგარვართ სცენაზე და ამასაც შევეგუე, თორემ მანამდე გული მიჩუყდებოდა, ამბობდა ხოლმე, მომესწრო ბავშვიო“, - აღნიშნა ანკა ვასაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი