logo_geo
დათო ხუჯაძე: ისეთ კომფორტს მივაღწიე, რომ შემიძლია ჩემს მშობლიურ ქალაქში მუდმივად ვიცხოვრო
- +

28 იანვარი. 2020. 17:14

 

„სახე“ მუშაობას ახლაც განაგრძობს“, - ამის შესახებ მომღერალმა დათო ხუჯაძემ ისაუბრა

 

„ისეთ კომფორტს მივაღწიე, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში შემიძლია მუდმივად ვიცხოვრო, დროდადრო კი, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში გავემგზავრო. რაც უნდა კარგ პირობებში იყო, სხვა ქვეყანა ვერ შეგიცვლის იმ მიწა-წყალს, სადაც დაიბადე, გაიზარდე... გარდა ამისა, მინდოდა, გამომუშავებული თანხები საკუთარ ქვეყანაში დამეხარჯა და არა მეზობელ რუსეთში. თანხები აქედან არასოდეს გამიტანია, პირიქით, ყოველთვის შემომაქვს. ამას ისიც ემატება, რომ მინდა, ის ცოდნა და გამოცდილება, თუნდაც მცირედი, რაც სხვა ქვეყანაში მივიღე, საქართველოში გამოვიყენო.

 

„სახე“ მუშაობას ახლაც განაგრძობს. ზურა ხაჩიძე ჯგუფში აღარაა. შემადგენლობაში მე, დათო ფორჩხიძე და ბორიკო შხიანი ვართ. რვა ახალი სიმღერა უკვე ჩავწერეთ. ამ სიმღერებიდან ერთ-ერთზე მალე კლიპსაც გადავიღებთ. რადგან „სახემ“ და მის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა აქტუალობა დღემდე შეინარჩუნა, ე.ი ღირს ახლის შექმნაც“, - აღნიშნა ხუჯაძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი