logo_geo
ვიქტორ ჭელიძე: სააკაშვილის რეჟიმს ზურა ირემაძის მოკვლის მოტივი ნამდვილად ჰქონდა...
- +

23 ნოემბერი. 2016. 14:38



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ადმირალ ზურაბ ირემაძის თანაშემწე, პატიმარი ვიქტორ ჭელიძე საუბრობს. ის ფილმ „ჰეროკრატიის" შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ კომპეტენტური ადამიანი არ ჩათვლის, რომ ფილმში მასზეა საუბარი. 


„ვინც ამ საქმეში კომპეტენტურია, არ ჩათვლის, რომ ფილმში ჩემზეა მინიშნება. მე ზურაბ ირემაძის უახლოესი მეგობარი ვიყავი, სიცოცხლის უკანასკნელი 5 დღე მან ჩემთან ერთად გაატარა, სიკვდილამდე 2 საათით ადრე ვნახე, სახლშიც მე მივიყვანე და ჩემი წამოსვლიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა!

 

ფილმის ნახვამდეც მომივიდა ინფორმაცია, თითქოს მკვლელის პროტოტიპთან ვიყავი გაიგივებული - იმ პერსონაჟში, ვინც ზურას წამლავს, საკუთარი თავი უნდა ამომეცნო.

 

თუ მაინცდამაინც, ვინმესთნ გაიგივება არის აუცილებელი, პირადად მე, მასში ვხედავ კოტე ფორჩხიძეს - უშიშროების საკითხების ექსპერტს, რომელსაც ზურაბ ირემაძე ვერ იტანდა!" - აღნიშნა ირემაძის თანაშემწემ.

 

ვიქტორ ჭელიძე ზურაბ ირემაძის ოჯახის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახის წევრებს ნამდვილი მკვლელების კვალი დაუკარგეს.



„საცოდავი ოჯახი ჯერ დააობლეს, შემდეგ კი, ჭორები შთააგონეს, რათა ნამდვილი მკვლელების კვალი დაკარგულიყო. ამგვარად, ზურაბ ირემაძის სიკვდილი გამოუძიებელი დარჩა.

 

მე 20 წელი ზურას მკვლელობისთვის კი არა, ნაცების მიერ შეთითხნილი და ბუნებაში არარსებული იმ დანაშაულისთვის მომისაჯეს, რომლის თანამონაწილე, ბრალდების მიხედვით, აწ გარდაცვლილი ადმირალიც ბრძანდება! სხვათაშორის, როცა აღნიშნული ბრალდება წამიყენეს, ადმირალი უკვე 3 წლის გარდაცვლილი იყო და ამ ბრალდებით მკვდრის დისკრედიტაციაც დაიწყეს!

 

რაც ყველაზე ცინიკურია, ბრალდება და სასამართლო 2006-2007 წლებში, როცა საქმეები კონვეიერული წესით ითითხნებოდა, დაეყრდნო სწორედ იმ ვიცე-პოლკოვნიკ ალიკა ოგანესიანის ცრუაღიარებით ჩვენებას, რომელშიც თანამონაწილეებად მე და ადმირალი ზურაბ ირემაძე შეგვრაცხა!" - განაცხადა ჭელიძემ.

 

მისი თქმით, ალიკა ოგანესიანი შარშან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით უნდა წარმოედგინათ, თუმცა უკრაინაში გადაიხვეწა.


„სასამართლოში როცა მისი ჩვენებები გამოაქვეყნეს, ყველა დარწმუნდა, რომ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი! როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ცრუ აღიარების სანაცვლოდ, ოგანესიანი გაათავისუფლა, მას ახალი ბინძური დავალება შეასრულებინა - ზურაბ ირემაძის ოჯახში მიაგზავნა და ათქმევინა, თითქოს 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ადმირალი ზურაბ ირემაძე მე - მისმა უახლოესმა მეგობარმა მოვწამლე", - დასძინა ირემაძის თანაშემწემ.

 

ჭელიძე ყვება, რომ მან ამის შესახებ ბელგიაში გაიგო, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს იქ შეაფარა თავი. მას გარდაცვლილის მეუღლისთვის იმის ახსნა უნდოდა, რომ თავად არ იყო მკვლელი, მაგრამ მათ შორის კომუნიკაცია მაინც არ შედგა. ვიქტორ ჭელიძე იმ მოტივზეც საუბრობს, რაც სააკაშვილს ზურაბ ირემაძის წინააღმდეგ ამოძრავებდა.


„2004 წლის ივნისის ბოლოს დორბლიანმა განაცხადა, რომ ცხინვალში ვითარება აჭარის მსგავსად წარიმართება, რის საპასუხოდაც ოსებმა 7 ივლისს ქართველი პოლიციელები განაიარაღეს და დააჩოქეს. ნათელი გახდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გამიზნული ჩაბარების პოლიტიკამ სტარტი აიღო!

 

ამ პოლიტიკას დაუპირისპირდა ზურაბ ჟვანია და მისი ფავორიტი ზურა ირემაძე, რასაც შეეწირნენ კიდეც!" - აღნიშნა ჭელიძემ.

 

ის ადმირალ ირემაძის სიძის გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილზეც საუბრობს და ამ ფაქტზე საკუთარი ვარაუდი გააჩნია.


„მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იქ ზურა ირემაძის სიძე კი არა, მე უნდა მოვმკვდარიყავი! მანქანა, რომელშიც ის დაიღუპა, ჩემი იყო! ზურას სიძემ ბათუმში წასასვლელად მთხოვა და ვათხოვე კიდეც.

 

დარწმუნებული ვარ, ეს ავარიაც იმ მიზნით იყო მოწყობილი, რომ ზურას მკვლელობის გამოძიება და ექსპერტიზა სხვა მიმართულებით წასულიყო", - დასძინა ვიქტორ ჭელიძემ.

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი