logo_geo
მამუკა ჩარკვიანი: ყვავილებით დავხვდი ერთხელ ქუჩაში და ასე დავახვიე თავბრუ…
- +

23 ნოემბერი. 2016. 14:39


 

მამუკა ჩარკვიანი გაზეთ „პრაიმტაიმთან" მეორე ქორწინების შესახებ საუბრობს. მას, ოჯახის დანგრევიდან 14 წლის შემდეგ, მეზობელი გოგო - ირმა შეუყვარდა და ინტერვიუში მასთან გაცნობის საინტერესო ისტორიაზე საუბრობს.


„14 წლის მერე მივხვდი, რომ დავიღალე. ჩემი მეგობარია დედა ელისაბედი. მაშინ არ იყო დედაო. ეზოში ვართ და ვხედავ, მეორე სართულიდან იყურება ლამაზი, გარუჯული გოგო. ეს ვინ არის-მეთქი, ვკითხე ელისაბედს. შენი მეზობელია, ირმა ჰქვიაო, მიპასუხა. გადავედი მანქანიდან და ავძახე აივანზე, უკაცრავად, ყავაზე დამპატიჟებ-მეთქი? დაიბნა, როდისო, მკითხა. ახლა-მეთქი, ვუთხარი. მობრძანდითო. ავედით, ყავა დავლიეთ. ძალიან მომეწონა თქვენთან, თუ შეიძლება კიდევ მოვალ-მეთქი, წასვლის წინ დავიბარე. მეზობელს უარს როგორ მეტყოდა. დაგირეკავ-მეთქი, შევპირდი. არ დამირეკავს.

 

ყვავილებით დავხვდი ერთხელ ქუჩაში და ასე დავახვიე თავბრუ. ბოლოს დავურეკე, ავედი, წავუკითხე ესენინი, ბლოკი, „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა".

 

ცოლად რომ მოვიყვანე, მეკითხებოდნენ ჟურნალისტები, ის მაინც არ გაგიგიათ, მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო. აბა, გლდანში და ვარკეთილში ვიარო ქალისთვის, აგერ თუ მყავს-მეთქი, ვპასუხობდი", - აღნიშნა კომპოზიტორმა.

 

მამუკა ჩარკვიანი ცხოვრების რთულ პერიოდზეც საუბრობს.


„ბევრის გადატანა მოუწია, მაგრამ ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში. თუ გინდა ხელოვანის ცოლი იყო, ასე მოსდის ყველას, სხვანაირად არ ხდება... ვაბრაზებდი? ვაბრაზებდი კი არა, ვკლავდი. ბოდიშსაც ვუხდიდი და ახლაც ვუხდი", - დასძინა მამუკა ჩარკვიანმა.

 

კომპოზიტორმა 24 წლის შემდეგ მეუღლეს ლექსი მიუძღვნა...

 

„ერთი შემხედე, რა ახლოსა ვარ,

რა ახლოსა ვარ, ერთი შემხედე.

ხელში მიჭირავს ატმის რტოსავით მზე,

რომლის სევდა მე ვერ ვიშვილე.

მე დაღლილი მზე მიჭირავს ხელში,

ჩემს მეტი კაცი ვერ შეეხება.

შემოდგომის მზე ტირის და კივის

და სიყვარული გულში მეღვრება".

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი