logo_geo
კახა თარგამაძე: მიშა შეიძლება გააგორონ და ციხე სანატრელი გაუხდეს!...
- +

23 ნოემბერი. 2016. 16:48


 


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს. მისი თქმით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს ცოტა ხანში მოქალაქეობას ჩამოართმევენ.


„ვიღას სჭირდება უკრაინაში მიშა და მისი პარტია, ნუ გამაგიჟეთ. სააკაშვილი საკანში ჩასაჯდომად ემზადება. აი, ნახავთ, მალე ჩამოაბრძანებენ საქართველოში! ძალიან რეალურია მისი დაპატიმრება. მიშა იხმარეს და მოისროლეს! არც ამერიკაში სჭირდება ვინმეს. მიხეილ სააკაშვილის ისტორია მორჩა!

ისეთი სიტუაციაა, ცოტა ხანში უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ! ბოლომდე გაიშიფრა თავი, რომ ავანტიურისტი, პროვოკატორი და არაკაცია. მარტო ლაყბობა და სიბინძურეების კეთება იცის. საქართველო ხომ დააბინძურა და გათხვარა, იგივე დამართა უკრაინასაც. ღორი რომ დაწვება ტალახში, ისე კოტრიალობს ყველგან", - აღნიშნა თარგამაძემ.

 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ფილმ „ჰეროკრატიაზე" საუბრობს და ამბობს, რომ მის ყველა სერიაში სიმართლეა ასახული. მისი თქმით, ბოკერია და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები, სააკაშვილისგან გამიჯვნას ცდილობენ, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ.

 

„მართალია, მხატვრული ფილმია, მაგრამ ის, რაც „ჰეროკრატიაშია" ნაჩვენები, სიმართლეა. ამასწინათ ერთ-ორ სერიას ვუყურე და სიმწრისგან მეღიმებოდა - ტონობით ნარკოტიკი გაატარა საქართველოზე. თვითონ იყო პირველი ნარკობარიგა და ფულის გამთეთრებელი! ჩამოყალიბებული კრიმინალია. ამ ყველაფრის გაკეთება უკრაინაშიც მოინდომა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს და ბოლოს მათაც დაეტაკა.

 

სააკაშვილს სურს, თავისთან ერთად გადაიჩეხოს მთელი საქართველო, მაგრამ მაშინაც კი, როცა ძალაუფლების ზენიტში იყო, ბობოლა ნაციონალები თავისთვის ჩურჩულებდნენ - ჩვენც დაგვღუპავს და თავსაც დაიღუპავსო. ახლა, სულელის მეტი ვიღა გაჰყვება მიშას უფსკრულში?!

 

როგორც კი დაინახეს, მიშას საქმე წასულიაო, საბოლოოდ განადგურდნენ. ახლა, ბოკერია და სხვები ცდილობენ, სააკაშვილის სიბინძურეებს გაემიჯნონ, მაგრამ არ გამოუვათ, ჩასვრილი არიან და ამ ქაქიდან ასე ადვილად ვეღარ გამოძვრებიან!" - განაცხადა კახა თარგამაძემ.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი