logo_geo
რუსუდან შარაძე: გურამ შარაძე სააკაშვილმა მოკლა!...
- +

23 ნოემბერი. 2016. 17:25



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მამამისი მიხეილ სააკაშვილმა მოკლა. მისი თქმით, სააკაშვილი არის მანიაკი, რომელსაც ადამიანის მოკვლა სიამოვნებად ექცა და მთელი საქართველო სასაკლაოდ აქცია.



„გურამ შარაძე სააკაშვილმა მოკლა! ამას წყალი არ გაუვა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება აუცილებლად დაიდება! ალბათ, ბევრს ეცინება გულში, ამერიკა სააკაშვილს არ გაწირავსო. ასე ამბობდნენ 2012 წელსაც - არსად წამსვლელი არ არისო, მაგრამ ხომ ხედავთ, უკვე ოდესიდანაც კინწისკვრით გამოაბუნძულეს. დიახ, ეს უკვე მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით! რას ჰქვია, დასავლეთი არ დაუშვებს სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას?! ისე დაუშვებს, როგორც დაგიბარებიათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მიხეილ სააკაშვილი არის მანიაკი, სისხლისმსმელი ადამიანი. ის გურამ შარაძის მკვლელია და ეს აუცილებლად დაუმტკიცდება. ერთი რომ მოკლა, მერე კაცის კვლა სიამოვნებად ექცა და მთელი საქართველო სასაკლაოდ გადააქცია", - ამბობს რუსუდან შარაძე.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი