logo_geo
კახა თარგამაძე: მიხეილ სააკაშვილის ისტორია მორჩა!
- +

23 ნოემბერი. 2016. 18:51


 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მალე ჩამოიყვანენ საქართველოში და ციხეში ჩასვამენ. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, „სააკაშვილის ისტორია მორჩა!"

 

 

„ვიღას სჭირდება უკრაინაში მიშა და მისი პარტია, ნუ გამაგიჟეთ. სააკაშვილი საკანში ჩასაჯდომად ემზადება. აი, ნახავთ, მალე ჩამოაბრძანებენ საქართველოში!

 

ძალიან რეალურია მისი დაპატიმრება! მაინცდამაინც გინდათ, კიდევ ერთხელ გავიმეორო? მიშა იხმარეს და მოისროლეს! არც ამერიკაში სჭირდება ვინმეს. მიხეილ სააკაშვილის ისტორია მორჩა!" - განაცხადა კახა თარგამაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი