logo_geo
გიორგი ვაშაძე: მიშა ბოკერიასთვის პრობლემაა
- +

24 ნოემბერი. 2016. 00:20


 

„ბოკერიას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ რაღაცნაირად დისტანცირება მოეხდინათ მიშასგან",- ამის შესახებ  „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ახალ თაობასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, გიგა ბოკერიასთვის მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა.


„ბოკერიას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ რაღაცნაირად დისტანცირება მოეხდინათ მიშასგან.  იმიტომ, რომ ბოკერიასთვის მიშა არის პრობლემა, რადგან მიშას პირობებში ის არ იქნებოდა არც გადაწყვეტილების მიმღები, არც გავლენიანი ფიგურა, ის იქნება ჩვეულებრივი, ერთ­ერთი, ვისაც სიტყვა ეთქმოდა, მაგრამ არა გადაწყვეტილების მიმღები. ბაქრაძის პირობებში კი ჩავთვალოთ, რომ ბოკერია იღებს ყველა გადაწყვეტილებას",- განაცხადა ვაშაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი