logo_geo
რუსუდან შარაძე: პროკურატურა ჰუმანურობის პიკზეა, გადააჭარბეს ამერიკა-ევროპის დემოკრატიას
- +

24 ნოემბერი. 2016. 11:57

 

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე „ასავალ-დასავალთან" საუბარში ამბობს, რომ მამამისის მკვლელობის საქმეში მოწმეები უარს აცხადებენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, პროკურატურა ჰუმანურობის პიკზეა, ამიტომ ვერანაირი ბერკეტის საშუალებით ვერ აიძულებს მათ საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას. მისივე თქმით, მას აქვს ფირი, რომელიც დაამტკიცებს, რომ გურამ შარაძის მკვლელი გიორგი ბარათელი არ არის.


„პირადი ნაცნობები, რომლებმაც მკვლელობიდან ძალიან მალე გამაცნეს მნიშვნელოვანი დეტალები, დღეს უარს ამბობენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. პროკურატურა ჰუმანურობის პიკზეა, გადააჭარბეს ამერიკა-ევროპის დემოკრატიას. თუ მოწმემ არ მოინდომა საუბარი, ზედმეტად როგორ დააძალებენ?! და მაინც, ის კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებმაც გამოძიებას სიმართლე უამბეს, საკმარისია იმისთვის, რომ ეს საქმე გაიხსნას! დიახ, გურამ შარაძის მკვლელობა თქვენს გარეშეც გაიხსნება, რადგან საქმეში სხვა არაერთი მტკიცებულებაა. მათ შორის, ხელთ მაქვს „ალდაგის" ფირი, რომელიც ირაკლი შოთაძემ გადმომცა, ამ ფირით, ადრე თუ გვიან დავამტკიცებ, რომ მკვლელი, რომელიც მამაჩემს უკან დაჰყვებოდა და სასიკვდილო გასროლა მოახდინა, გიორგი ბარათელი არ არის!" - განაცხადა რუსუდან შარაძემ.














 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი