logo_geo
პეტრე მამრაძე: სააკაშვილის ეპოპეა ბოლო ფაზაში შედის!
- +

24 ნოემბერი. 2016. 17:31

 

 

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს იხსენებს, როდესაც განაცხადა, რომ სააკაშვილმა უკრაინიდან გაქცევა შეიძლება ვეღარ შეძლოსო.

 

„ჯერ ერთი, ტრამპს სააკაშვილისთვის ნამდვილად არ სცხელა! მეორეც, სააკაშვილმა თვითონ აღიარა, ტრამპის იმედი არ მაქვსო!

 

სააკაშვილის ეპოპეა ბოლო ფაზაში შედის! მე, მაგალითად, დღე-დღეზე ველი, რომ მიშა ისეა გამწარებული, პოროშენკოს წამოაძახებს, რუსეთს თითქმის ნახევარი უკრაინა აქვს ოკუპირებული, შენ კი რუსეთში უკვე შოკოლადის მეორე ქარხანა გახსენიო!

 

ბიძინა ივანიშვილმა როგორც თქვა, მიშამ საქართველოდან კი გაასწრო, მაგრამ უკრაინაში შეიძლება ეს მართლაც ვეღარ შეძლოსო!" - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 


 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი