logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი ხვდება, რომ არჩევნები წაგებული აქვს!
- +

27 ივლისი. 2020. 21:25

 

 

„ეს მძორიჭამია სააკაშვილის ჟურნალისტები, რომლებსაც გვამებზე ნადირობა ვანო მერაბიშვილმა ასწავლა, ყოველ კრიმინალურ ფაქტს უკავშირებენ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.

 

„სააკაშვილი ხვდება, რომ არჩევნები წაგებული აქვს, ამიტომ თავის ტელევიზიებს ახალი დავალება მისცა - უკლებლივ ყველა კრიმინალური ფაქტი, რომელიც კი ახალგაზრდების გაუჩინარებას ან მკვლელობას უკავშირდება, პოლიტიკურ რანგში იქნას აყვანილი და ხელისუფლებას დაბრალდეს!

 

აქედან გამომდინარე, ეს მძორიჭამია სააკაშვილის ჟურნალისტები, რომლებსაც გვამებზე ნადირობა ვანო მერაბიშვილმა ასწავლა, ყოველ კრიმინალურ ფაქტს უკავშირებენ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს! ასე, მაგალითად, ხელისუფლებას აბრალებენ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას, ხელისუფლების „კვალს“ ეძებენ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში, ბავშვების წყალში დახრჩობაში, ბავშვის გაუჩინარებაში და ა.შ.

 

ადამიანების ტრაგედიებს პირაპირ ეთერში როდემდე შეიძლება ვუყუროთ?! გაგიგიათ, ხალხო, მსგავსი რამ? აშკარაა, რომ ეს ყველაფერი იმართება ერთი ცენტრიდან, ერთი ბუნაგიდან, სადაც სისხლის მოყვარული და გვამებზე დაგეშილი ხალხი ბინადრობს.

 

ჩემი ღრმა რწმენით, ამ ცენტრის სახელია „სოროსის ფონდი“, რასაც ემატებიან ის „საბოტაჟნიკები“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი