ირმა ინაშვილი გაზეთ „ვერსიასთვის"ინტერვიუში, „პატრიოტთა ალიანსისთვის" პრორუსულობის იარლიყის მიკერებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მითი უკვე დამსხვრეულია.
„პროდასავლური პარტიები ამ იარლიყების მიკერებამ დაანგრია. პოლიტიკური კლასი იარლიყების მიკერებას გადაჰყვა - იმდენს ამტკიცებდნენ, აი, პროდასავლურები ვართო, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა. დღეს მოთხოვნა „პრო" - ებზე კი არა, ეროვნულ ძალაზეა", - განაცხადა ინაშვილმა.