logo_geo
ჯარჯი წიკლაური: ბოლო წლებში გამოძიებულ ყველა რეზონანსულ საქმეზე, ერთი და იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, უაპელაციოდ აცხადებდნენ, რომ არ ენდობოდნენ გამოძიებას
- +

18 ოქტომბერი. 2020. 21:47

 

 

პროკურატურის მიერ ბოლო წლებში გამოძიებულ ყველა რეზონანსულ საქმეზე ერთი და იგივე ინტერესთა ჯგუფები, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, უაპელაციოდ აცხადებდნენ, რომ არ ენდობოდნენ გამოძიებას და აპრიორი ეჭვქვეშ აყენებდნენ გამოძიების შედეგებს, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, „კვირის პალიტრას“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას  განუცხადა.

 

 

მიუხედავად ამისა, განცვიფრებას იწვევს, როგორ კბილებით იცავენ ბრალდებულებს [ნატალია ილაჩოვას და ივერი მელაშვილს] პირველივე დღიდან, პროკურატურას კი ქვეყნის ინტერესების შელახვაში ადანაშაულებენ.

 

ერთი რამე არის გაუგებარი – რას ფიქრობენ ეს ადამიანები, დავითგარეჯის ისტორიული ძეგლები საქართველოსია თუ აზერბაიჯანის?

 

თუ ფიქრობენ, რომ დავითგარეჯა საქართველოა, ბრალდებულების გამოცხადება ეროვნულ გმირებად, მეტი რომ არ ვთქვათ, უცნაურია“, - განაცხადა წიკლაურმა.

 

 

 

 

 

 

 

კითხვაზე, ამხელენ თუ არა კომისიის სხვა წევრები  დაკავებულებს? - პროკურორი ასე პასუხობს:

 

 

დაკითხული პირების აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები მოამზადა ორმა ადამიანმა – ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ.

 

სწორედ ისინი ითვლებოდნენ ექსპერტებად კარტოგრაფიაში და კომისიის სხვა წევრები საზღვრის მონაკვეთების შეთანხმებისას მათ აზრს ითვალისწინებდნენ.

 

ამასთან, მოწმეები განმარტავენ, რომ მელაშვილი კომისიის საქმიანობის ყოველ ეტაპზე მათ არწმუნებდა, რომ მის მიერ გავლებეული საზღვრის ხაზი შეესაბამებოდა 1938 წლის რუკას.

 

მოწმის სახით გამოიკითხა 60-მდე პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

 

ეროვნული არქივიდან, საჯარო რეესტრის, სასაზღვრო პოლიციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული ბიბლიოთეკიდან, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის – კარტოგრაფიული მასალები“, - აცხადებს პროკურორი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი