logo_geo
გიორგი ფხაკაძე: არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს
- +

7 დეკემბერი. 2020. 23:18

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულზე ვერ ექნება, რადგან ის ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდოს. საკითხზე მან "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.  

 

მისივე თქმით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ლოჯისტიკურად, საიდან იქნება შესაძლებელი ვაქცინა ჩამოვიტანოთ.

 

"ზოგადად რომ ვიცოდეთ, ვაქცინები დაიწყო და იყო მდიდრების ფუფუნება. ეს ღარიბი ქვეყნების ძირითადი წამალი არ იყო და როცა მდიდარი ქვეყნები თავის მოსახლეობას ვაქცინაციას გაუკეთებდნენ, მერე იყო - მოდი, ღარიბ ქვეყნებსაც დავეხმაროთ. გაეროს მსოფლიო ორგანიზაცია ახლა შეეცადა, რომ ვაქცინების გავრცელება ყველა ქვეყანაში იყოს. არ შეიძლება, რადგან ქვეყანა ღარიბია, ვაქცინა არ მიიღოს, ესაა მთელი კონცეფცია.

 

ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე და ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა ვიყოთ, რომ ვაქცინა, როგორც ასეთი არა ერთი იქნება, მაგრამ რომელიც ლოჯისტიკურადაც იქნება შესაძლებელი, რომ ჩამოვიტანოთ.

 

მე არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ და რაც მორჩება, ასე ვთქვათ ჩვენ - ნამცეცებზე ვიქნებით. მე ამაზე ძალიან გაბრაზებული ვარ", - განაცხადა ფხაკაძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი