logo_geo
მიხეილ ცაგარელი: 21 დეკემბერი შეიძლება, ერთგვარ აპოკალიფსად მივიჩნიოთ
- +

1 იანვარი. 2021. 23:33

 

 

„გადავედით  სატიაიუგაში, ანუ ნათელი ენერგიების ზონაში რაც იმას ნიშნავს, რომ ნათელი ენერგია თანდათან მოიმატებს სამყაროში და ადამიანებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, უფალთან დაახლოვდნენ და ჭეშმარიტი სიყვარული შეიმეცნონ“, - განუცხადა „ასავალ-დასავალს“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

 

„გაიხსენეთ, ნათელი ენერგიების შემოსვლა ბიბლიურად რასთან იყო დაკავშირებული? აპოკალიფსთან, ანუ 21 დეკემბერი შეიძლება, ერთგვარ აპოკალიფსად მივიჩნიოთ. ეს მაინცდამაინც ნგრევას არ ნიშნავს, აპოკალიფსი გახლავთ ადამიანის შინაგანი ბუნების, მისი ცნობიერების ტრანსფორმაცია, რასაც ჩვენ, ასტროლოგები, დედამიწის გადატვირთვას ვეძახით.

ნათელი ენერგიების შემოსვლასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბნელი ძალები ადვილად არ დათმობენ პოზიციებს და აუცილებლად მოიქნევენ კუდს. 2025 წლამდე აუცილებლად გვექნება სირთულეები. თავად ნახავთ, სულ მალე როგორი ბრძოლა გაიმართება გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის. ყველას რომ ჰგონია ტრამპი ბოლომდე დამარცხებულია, ასე არ არის...“, - განაცხადა ასტროლოგმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი