logo_geo
პეტრე მამრაძე: სააკაშვილი თავისი ავადმყოფური ფსიქიკის მძევალია!
- +

26 ნოემბერი. 2016. 12:55


 

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკის შესახებ საუბრობს და 1992 წელს იხსენებს, როდესაც გია ბარამიძემ ზურაბ ჟვანიას სააკაშვილი გააცნო. 

 

„ის, რომ სააკაშვილი ფსიქოპათია, მხოლოდ ჩემი მრავალწლიანი დაკვირვება არ არის, ასე წერია ევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის 2006 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში: „ძლიერი პარანოიდალური აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი..."

 

სააკაშვილი თავისი ავადმყოფური ფსიქიკის მძევალია! 1992 წელს, როდესაც გია ბარამიძემ ჟვანიას სააკაშვილი გააცნო, მაშინვე ვუთხარი ზურას - მგონი, ფრთხილად უნდა ვიყოთ, არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს-მეთქი!

 

მახსოვს, ერთმა ცნობილმა ქართველმა ფსიქიატრმა ისიც მითხრა, რა საჭიროა ევროპელი ფსიქიატრების დასკვნა, სახეზეა მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომის გამოვლინებაო.

 

ცალკე თემაა სააკაშვილის ჭამა. ესეც ხომ ფსიქიკური აშლილობის გამოვლინებაა! სააკაშვილი კი არ ჭამს, არამედ ყველანაირ საკვებს ერთდროულად ნთქავს! ამ ყველაფერს უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც ხედავდნენ.

 

სააკაშვილი ამერიკაში, პრეზიდენტ ბუშთან შესახვედრად რომ მიდიოდა, ქუჩაში მანქანიდან დაინახა ჯიხური, სადაც ჰოთ-დოგი იყიდებოდა! დაცვას მოატანინა და მანქანაში ისეთი ტემპით შესანსლა, რომ თეთრი პერანგი მოისვარა! მერე მიყვებოდნენ, თურმე პროტოკოლის სამსახური სულ ენით წმენდდაო!" - აღნიშნა მამრაძემ.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მეგალომანია - გრანდიოზულობისადმი მიდრეკილება - სჭირს. ეს კი არასრულფასოვნების კომპლექსია.


„ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი როდესაც თბილისს სტუმრობდა, გაოგნებული დარჩენილა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის გრანდიოზული მასშტაბებით! სწორედ, ბაიდენის ვიზიტის შემდეგ გავრცელდა უცხოელ პოლიტიკოსებში გამოთქმა - საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი კალიგულას სასახლეში ცხოვრობსო!

 

გაიხსენეთ მისი ხიდები, ანბანის კოშკები, იუსტიციის სახლი, ველოსიპედი ან ქუთაისის უზარმაზარი პარლამენტი!" - განაცხადა პეტრე მამრაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი