logo_geo
იაგო ხვიჩია: ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა
- +

25 იანვარი. 2021. 21:53

 

 

„მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია - მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს“, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "პირველის” ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, სურს გაარკვიოს ნიკა მელია დებატებზე გამოწვევით ემუქრებოდა თუ ფიზიკურად.

 

„მინდა, გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად, გაბრაზებულმა იცის ასეთი ლაპარაკი. ის, ფიზიკურად, ჩემზე დიდია და შეუძლია, მომერიოს. მე პარლამენტის წევრი ვარ და იარაღის ტარების უფლება მაქვს. თუ ის დაადასტურებს, რომ ნამდვილად მემუქრება, მინდა, მივმართო საქართველოს პარლამენტს თუ რაცაა საჭირო, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. ჩემს პარტნიორს მურუსიძის სასამართლოში ვერ ვუჩივლებ, ასეთი ადამიანი არ ვარ. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მჭირდება თავდაცვის საშუალება“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი