logo_geo
ხათუნა ზახაშვილი: ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღებს ვაქცინას
- +

26 იანვარი. 2021. 23:42

 

„ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც „კოვაქს” პლატფორმიდან მიიღებს ვაქცინას“, - განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

 

“ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც დანარჩენი 153 ქვეყანა გაერთიანებულია “კოვაქს“ პლატფორმაზე და ელოდება ვაქცინას, ამ პლატფორმიდან ჩვენნაირი ქვეყნების რიგი საკმაოდ დიდია. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღებს ვაქცინას.

 

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ვაქცინაცია, მათი სტატუსი ცოტა განსხვავებულია, ისინი უმთავრესად არიან ქვეყნები, რომლებიც თავად აწარმოებენ ვაქცინებს ან ხელმისაწვდომობა ვაქცინასთან აქვთ სხვა გზებით. კერძოდ, ეს არის ქვეყნები, რომლებმაც დაუშვეს საკუთარი მარეგულირებლის მიერ თავის ქვეყანაში ისეთი ვაქცინების შემოტანა, რომლებიც არიან ჯერ კვლევის ფაზაში და არ აქვთ საერთაშორისო აღიარება. ჩვენი ქვეყანა ასეთ ნაბიჯს აერიდა სრულიად შეგნებულად და ქვეყანაში გადაწყდა ასე - ჩვენთან შემოვა საერთაშორისო სანდო მარეგულირებლის მიერ აღიარებული ვაქცინები”, - განაცხადა ზახაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი