logo_geo
ჯემალ ღაღანიძე: სპექტაკლ „ყვარყვარეს“ დროს, სცენაზე უზარმაზარი სანაგვე ყუთი გვედგა - ზედგამოჭრილია სააკაშვილისთვის!
- +

26 ნოემბერი. 2016. 14:14


 

გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში რუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე  სპექტაკლ „ყვარყვარეს" იხსენებს და ამბობს, რომ იმ სანაგვე ყუთში, რომელშიც მედროვე ყვარყვარეს აგდებდნენ, სააკაშვილს ჩაუძახებდა.


„ავტომატის ნაცვლად ჩვენი პოლიტიკური იარაღი სიტყვა იყო, მაგრამ როცა ნაციონალები რობიკო სტურუას შეეხნენ, პროტესტის ნიშნად, მთელი დასი ქუჩაში გამოვედით.

 

სხვათაშორის, სწორედ რობიკომ დადგა „ყვარყვარე", რომელსაც საოცარი ფინალი ჰქონდა: სცენაზე უზარმაზარი სანაგვე ყუთი იდგა და მედროვე ყვარყვარეს იქ ვაგდებდით, თავს კი ლურსმნით ვუჭედებდით, მაგრამ უცებ მაყურებელთა დარბაზიდან რამაზ ჩხიკვაძე - ყვარყვარე ყვირილით ისევ სცენაზე ამორბოდა.

 

ყვარყვარეების მეტი ვინ არის, მაგრამ გამორჩეულს - მიშა სააკაშვილს ჩავაგდებდი, მაგაზე ზედგამოჭრილია!" - აღნიშნა ჯემალ ღაღანიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი