logo_geo
თემურ წიკლაური: სიკვდილი რომ მოვა, ჩაბარება არ არის საჭირო, ხმლით უნდა მიეგებო
- +

4 თებერვალი. 2021. 00:01

 

“ჩემთვის უზარმაზარი გზა გავიარე თავისი აღმართებითა და დაღმართებით. ახალგაზრდა ვიყავი და დროს ყურადღებას არ ვაქცევდი... ახლა, როცა დრო აჩქარდა, თუ ჩემი გონი იწვის ჩქარა ამ დროში, მაინც ვერ აღვიქვამ, როგორ გადის დრო. ახალი წელი გაივლის და უცებ მეორე ახალი წელია...“ - ყვება თემურ წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში მის ცხოვრებაზე საუბრისას და მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტს იხსენებს.

 

„მიმწუხრს მომავალში არ ველოდები, რადგან უკვე განვსაზღვრე, მწუხრი რა არის, როცა სიკვდილმა თავისი პირი მაჩვენა. შევიცანი, რომ უნდა გარდავიცვალო. აქ მოსულს არაფერი მომიტანია და აქედანაც ვერაფერს წავიღებ...

 

1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი, გიორგი... მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე. ვეძებდი ყველგან - დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. მხოლოდ ასე დამშვიდდებოდა ჩემი სული და გონი. წავიკითხე ყველაფერი: დაოიზმი, ბუდიზმი, მუსლიმანური რელიგიის საფუძვლები. ისევ მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი... მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა...

 

ხვალ არ ვიქნები... მერე რა? ყველაფერს ვაკეთებ, რომ დღეს ასე თუ ისე სრულფასოვანი ვიყო, ვაკეთო ის, რაც შემიძლია. ვცდილობ, ვიცხოვრო ფიქრ მრავალი და სულიერებით აღსავსე ცხოვრებით.

 

იყო ჩემს ცხოვრებაში სიჩუმის პერიოდი. სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი... მაშინ მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა, ჩაბარება არ არის საჭირო, ხმლით უნდა მიეგებო.“

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი