logo_geo
ბაქარ ადამია: როგორც „კაწროს“ ვიცნობ, მსგავსად ალბათ ნახევარ თბილისს ვიცნობ და ეს რა, ჩემი დანაშაულია?
- +

6 თებერვალი. 2021. 20:08

 

 

“წლები გადის და არ ვნახულობთ ერთმანეთს, არც არასდროს გვერქვა მეგობრები ან ძმაკაცები“, - ამის შესახებ ბაქარ ადამიან „რეპორტიორთან“ ინტერვიუში  განაცხადა და „კაწროსთან“ ურთიერთობაზე გავრცელებული ჭორები  უარყო.

 

„ზოგადად ისე ვცხოვრობ, რომ დასამალი არაფერი მაქვს. „კაწროსთან“ ჩემი აფილირებაც იმიტომ მოხდა, რომ რაღაც საერთო წერტილები იპოვეს. თვითონ მაგ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ „კაწრო“ ჩემი კლასელი იყო თავის დროზე, ერთი წელი მოგვიწია ერთად სწავლა, ფეხბურთის სკოლა „ოლიმპშიც“ რამდენიმე თვე ერთად მოგვიწია ყოფნა. ეს იყო და ეს. წლები გადის და არ ვნახულობთ ერთმანეთს, არც არასდროს გვერქვა მეგობრები ან ძმაკაცები. მოხდა ცხოვრებაში ისე, რომ ჩვენი გზები რაღაც მომენტებში გადაიკვეთა უბრალოდ, მაგალითად ჩვენი მეუღლეები იცნობენ ერთმანეთს და ა.შ. თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს ასე თუ ისე და ვერ ვხვდები, რა არის ამაში საპრობლემო? მე თუ „კაწროს“ ვიცნობ, ე.ი. ქვეყანა არ მიყვარს და არ დავიცავ? თუ რა ლოგიკაა? მაგ ბიჭზეც რომ იძახიან, კრიმინალიაო, ამასაც ხომ დამტკიცება სჭირდება, არა? გამოვიდნენ და დაამტკიცონ, რომ ეს მართლა ასეა. ჩემზეც იგივე უნდათ ახლა, ლაქა მომცხონ - „კაწროს“ თუ იცნობ, გაჩუმდიო... სიმართლე რომ გითხრათ, მე საერთოდ გიორგი რურუაზე დიდი კრიმინალი ძალიან ცოტა თუ მგონია ამ ქვეყანაზე, მაგრამ იმას პოლიტპატიმარს ეძახიან ეგენი... ვინმეს ცნობადობაზე თუ არის საქმე, მაშინ სასწორის პინაზე რომ დავდოთ რურუა და რურუას ვინც იცნობს, ისინი უფრო კარგი ადამიანები არიან, თუ „კაწრო“ და „კაწროს“ ვინც იცნობს - ისინი უფრო კარგი ადამიანები, ალბათ ათმაგი სხვაობა იქნება „კაწროს“ სასარგებლოდ. მე მისი ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი და არანაირი პირადი ურთიერთობა არ მაქვს, როგორც მეგობართან, ძმაკაცთან. ვიცნობ უბრალოდ და ესაა სულ. მე როგორც „კაწროს“ ვიცნობ, მსგავსად ალბათ ნახევარ თბილისს ვიცნობ და ეს რა, ჩემი დანაშაულია?“ - განაცხადა ბაქარ ადამიამ.

 

ინტერვიუს სრულად სანახავად მიყევით ბმულს:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=146445

 

 

 

big_banner
არქივი