logo_geo
ირმა ინაშვილი: მე ვარ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხმა საქართველოს პარლამენტში
- +

26 ნოემბერი. 2016. 15:25


 

„პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა, გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაზე" გააკეთა კომენტარი.

 

„კუთხეში უნდა დადგნენ გიგა ბოკერია და ოთო კახიძე, რომელიც ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო და მთელი რიგი ბინძური საქმეები აქვს შეკერილი მასთან ერთად, სწორედ კვიციანის მსგავსი ადამიანების საწინააღმდეგოდ.

 

ჩვენ ზუსტად იქ უნდა ვისხდეთ, სადაც ვსხედვართ, რადგან არ ვართ მდიდარი ხალხის დეპუტატები. მე ვარ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხმა საქართველოს პარლამენტში და ვალდებული ვარ, სწორედ ამ ადამიანების ინტერესები გავატარო საქართველოს პარლამენტში.

 

ფრაქციის შეხვედრაზე, რომელიც ჩვენსა და  მთავრობას შორის შედგება, შევეცდებით, ის საკითხები წამოვწიოთ წინ, რომლებიც ყველაზე გაჭირვებული ფენისთვისაა აქტუალური", - აღნიშნა ინაშვილმა.


 

 

 

big_banner
არქივი