logo_geo
ნაძალადევში სასწაულები ხდება – ,,ვაშლი თუ გაყვითლდა, სურვილი გისრულდება”
- +

16 თებერვალი. 2021. 21:04

 

ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ ეზოში სასწაულები დღემდე აღესრულება. იქ დედა ანასტასია ცხოვრობდა, რომელიც უამრავ სასწაულს აღასრულებდა. სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა.

 

რამაზ სალიმიანი ,,სარკეს” უყვება:

 

- ვაშლის ხის ძირში იჯდა, ხელში ვაშლები ეჭირა და ათამაშებდა. ერთხელ ერთი გოგონა მივიდა და უთხრა, დედაჩემი ავად არის და დამილოცეო. დედა ანასტასიამ გოგონას ის წითელი ვაშლი მიაწოდა, რომელიც ხელში ეჭირა და უთხრა, ეს დედაშენს აჭამეო. მართლაც ამ ბავშვის დედა იმ დღესვე განიკურნა.

 

ბევრჯერ მინახავს მის საფლავზე მწვანე ვაშლები დაუდიათ და ვაშლები გაყვითლებულა. გაყვითლება სურვილის ასრულებას ნიშნავს.

 

სამკურნალოდ უშვილო წყვილები მოდიან და იკურნებიან, შვილი უჩნდებათ. ერთხელ გოგონა მოვიდა, რომელსაც თავში სიმსივნე ჰქონდა. ანასტასიას საფლავზე ილოცა, ვაშლი შეჭამა, მირონი იცხო და წავიდა. ამ გოგონამ გამოკვლევა რომ გაიკეთა, სიმსივნე აღარ ჰქონდა.

 

არქიმანდრიტ რაფაელს დედა ავად ჰყავდა, ის ანასტასიასთან მივიდა და დახმარება სთხოვა. მან ვაშლი მისცა და უთხრა, ეს შეაჭამეო. ვაშლის ჭამის შემდეგ ქალი განიკურნა.

 

ერთ ქალს მისთვის საჭმელი მიუტანია, მაგრამ დედა ანასტასიას არ მიუღია, გადაუგდია და ასე უთქვამს, შენს რძალს არაფერს აძლევ და მე მომიტანეო.

 

დედა ანასტასიას მეზობელი ქალი, რომელიც მას ბავშვობიდანვე იცნობდა, ყვებოდა, რომ ყველას არ იღებდა. ეზოში შემოსული თუ არ მოეწონებოდა, არ გაიკარებდა და მაშინვე უკან აბრუნებდა. ახლაც ასეა, თუ ადამიანი გულით და რწმენით არ მოვა და მას საფლავთან მივუშვებ, დედა ანასტასია მეჩხუბება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი