logo_geo
გელა ნიკოლაიშვილი: გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია, რომლებმაც ციხეში 11-11 წელი გაატარეს, უდანაშაულონი არიან!
- +

26 ნოემბერი. 2016. 16:36



ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განმარტებით, პროკურატურის ხელახალი გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნულ მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია, რომლებმაც 11 წელი გაატარეს ციხეში, უდანაშაულოები არიან.



„პროკურატურის მიერ ხელახალი გამოძიების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია, რომლებმაც საპატიმროში 11-11 წელი გაატარეს, სრულიად უდანაშაულონი არიან და ეს საქმე საქართველოს იურისპრუდენციის ისტორიაში უპრეცედენტოა. ბრალდების მიხედვით, „თელასის" თანამშრომელმა გია გვიჩიანმა თავის მოგვარეს ნოდარ გვიჩიანს შეუკვეთა ნიკა ლომინაძის მკვლელობა, რისთვისაც 20 ათასი დოლარი გადაუხადა. თავის მხრივ, ნოდარ გვიჩიანმა მკვლელობის განსახორციელებლად თავისი მეგობრები - ხერკელაძე, პაპაჩაშვილი და ჩემია დაითანხმა, რაც 2003 წლის 15 სექტემბერს მათ თითქოს, კიდეც განახორციელეს. ბრალდების ვერსიით, რომელიც პროკურატურაში უკვე დადასტურდა, რომ შეთითხნილია, პაპაჩაშვილმა, როგორც მძღოლმა, ჩემია და ხერკელაძე ბახტრიონის ქუჩაზე, ლომინაძის სახლთან მიიყვანა. სახლიდან გამოსული ლომინაძე მათ უკან შეაბრუნეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, სახლში რაღაც საბუთს ეძებდნენ, რაც გია გვიჩიანს ეხებოდა. როცა ვერ იპოვეს, ლომინაძეს სახეზე პირსახოცი გადააფარეს და ჩემიამ თითქოს, ერთი გასროლით მოკლა", - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი