logo_geo
ირმა ინაშვილი: არ უნდა დაისაჯოს ის ხალხი, რომელიც მოკვლით გემუქრება?!
- +

26 ნოემბერი. 2016. 17:27


 

„პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა, გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში „პატრიოტთა ალიანსის" წევრების წინააღმდეგ მიმართულ ე.წ. შავ პიართან დაკავშირებით ისაუბრა.

 

ირმა ინაშვილის თქმით, კიბერ-დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.


„სოციალურ ქსელებში არსებული აღვირახსნილი კამპანია, პირდაპირ ეხება ადამიანების პიროვნულ ღირსებას. ჩნდება კითხვა - არ უნდა დაისაჯოს ის ხალხი, რომელიც მოკვლით გემუქრება?!  კონკრეტული მუქარები მაქვს, როდესაც ფიზიკური განადგურებით მემუქრებიან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ კიბერ-დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ სამმართველოს უფრო კონკრეტული ფუნქცია ჰქონდეს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 


 

 

 

big_banner
არქივი