logo_geo
ნიკუშა შენგელაია: ივანიშვილი სულ ცდილობდა საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა დაემთავრებინა
- +

4 მარტი. 2021. 01:32

 

 

„თავად ბატონი ბიძინა ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთპიროვნული დომინანტი არ არსებობდეს. უნდა იყოს აზრთა ჭიდილი და ა.შ. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მან ასპარეზი პარტიებს და გუნდურ პოლიტიკურ თამაშს დაუთმო“, - ამის შესახებ „საერთო გაზეთთა“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ განაცხადა.

 

„ივანიშვილი რომ მოვიდა, სულ ცდილობდა საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, კერპთაყვანისმცემლობა დაემთავრებინა. საკუთარი თავის მიმართაც იგივეს მოითხოვდა. თუ გახსოვთ, როგორც კი მიტინგზე ხალხი იწყებდა ყვირილს: ბიძინა, ბიძინა, იგი, აჩერებდა და ეუბნებოდა: საქართველო დავიყვიროთ ერთადო. ის დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში გუნდურობა აუცილებელია. რაკი საპარლამენტო რეპუბლიკა ვართ, პარტიების ჭიდილი უნდა ხდებოდეს და არა პიროვნებების. ნელ-ნელა გუნდურობაზე უნდა გადავიდეთ. ხომ გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე. 2024 წელს მთლიანად პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებთ. ანუ, ქვეყანამ ეს გზა აირჩია. აქ, პარტიების ჭიდილი უნდა იყოს, რისი გამოცდილება და კულტურაც ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ეს ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს.

 

თავად ბატონი ბიძინა ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთპიროვნული დომინანტი არ არსებობდეს. უნდა იყოს აზრთა ჭიდილი და ა.შ. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მან ასპარეზი პარტიებს და გუნდურ პოლიტიკურ თამაშს დაუთმო. საბედნიეროდ, ქართველ ხალხს შესწევს იმის უნარი, რომ ბოროტი და კეთილი განასხვავოს. ჩვენ, შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ და ეს ინტერვიუ ასე დავამთავროთ: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი