logo_geo
ქეთი წიკლაური: დედა ძალიან სუსტადაა, თემურის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენლად მძიმეა
- +

4 მარტი. 2021. 01:45

 

მომღერალმა ქეთი წიკლაურმა, მამის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებისა და შემდგომი პერიოდის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. ქეთი წიკლაურის თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა.

 

„ჯერ კიდევ არ შემიძლია ვიყო ბოლომდე ადეკვატური, ძნელად მილაგდება აზრები. მართალია, ტვინს გააჩნია ეს უსაშველოდ მტკივნეული ინფორმაცია, მაგრამ მთელი ჩემი არსება ეწინააღმდეგება ამის გააზრებას. ცხოვრება გრძელდება, ასეთი ულმობელია და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს.

 

დედა ძალიან სუსტადაა. მას ისედაც აწუხებდა თავისი დაავადება – პარკინსონი, ჰქონდა დაბალი წნევა, რასაც კოვიდიც დაემატა. დედა და მამა გორის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, დედამ იქ ათი დღე დაჰყო და გამოვიყვანეთ… თემურის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენლად მძიმეა. ამიტომ მე და ანდრია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მას სიცოცხლის სურვილი დავუბრუნოთ…“ - ამბობს ჟურნალ "სარკესთან" ქეთი წიკლაური.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი