logo_geo
ზურა ხაჩიძე: გული მომიკვდა, როცა ზურა აეროპორტში დავინახე
- +

5 მარტი. 2021. 15:59

 

 

„გული მომიკვდა, როცა ზურა აეროპორტში დავინახე“, - ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე, ზურა დოიჯაშვილზე გადაცემა „პროფილში“ საუბრობს.

 

 

„ზურა სანამ წავიდოდა საქართველოდან, მას არ ჰქონდა არანაირი პრობლემა, მას აწუხებდა მხოლოდ ფინანსური პრობლემა. არაერთხელ დავწერე პოსტი, რომ დავხმარებოდით. მას ბინა ჰქონდა ჩადებული რომელიღაც მევახშესთან და ეს ბინა დაკარგა. მას ძალიან სათუთი გული ჰქონდა და ძალიან განიცდიდა ამ სიტუაციას“, - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

 

ზურა ხაჩიძემ ასევე ისაუბრა, თუ როგორ ძალიან ენატრებოდა ზურა დოიჯაშვილს საქართველო. 

 

„ტელეფონზე რომ გვირეკავდა მეგობრებს, სულ ტიროდა, ისე ენატრებოდა საქართველო. მე შევთავაზე ჩემთან ჩამოსვლა და აქ ცხოვრება, მაგრამ ძალიან მორიდებული იყო და ამაზე უარი მითხრა“, - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

big_banner
არქივი