logo_geo
ანზორ ერქომაიშვილი: ზოგი სოფელს უკვდება, ზოგი ოჯახს... გივი ბერიკაშვილი კი - საქართველოს მოუკვდა!
- +

14 აპრილი. 2017. 01:08


 

„ადამიანები, რომლებიც მიდიან ამ ქვეყნიდან...  ზოგი თავის თავს უკვდება, ზოგი ოჯახს, ზოგი სოფელს, ზოგიც ქალაქს, გივი ბერიკაშვილი კი - საქართველოს მოუკვდა", - ამის შესახებ მომღერალმა ანზორ ერქომაიშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.


„ასეთი პოპულარული და საყვარელი კაცი მე იშვიათად მინახავს.  კაცი, რომელსაც მტერი არ ჰყავდა... რომელიც, მხოლოდ სიკეთეს თესავდა.  ამას, თუ დავუმატებთ კიდევ მის უმაღლეს ნიჭიერებას,  ვფიქრობ, რომ იგი უკვე მართალ გზას ადგას, იქ სადაც ჩვენი ღირსეული წინაპრები განისვენებენ.

 

საოცრად ვარ გულდაწყვეტილი, ისე, როგორც მთელი საქართველო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ვფიქრობ, სანამ ცოცხალია ქართული ხელოვნება, კულტურა, თეატრი - მისი სახელი საუკუნეებს გაჰყვება", - აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი