logo_geo
КГБ-სა და CIA-ს ორმაგი აგენტი, რომელიც საკუთარმა სიხარბემ დაღუპა
- +

9 მარტი. 2021. 13:14

 

 

1985 წლის 9 ნოემბერს მგზავრები, რომლებიც შერემეტიევოს აეროპორტში საკუთარ ბარგს იღებდნენ, უცნაურმა ფაქტმა შეაშფოთა: რამდენიმე მამაკაცმა ერთდროულად დააგდო ძირს თავისი ჩემოდანი და მაღალი, ახალგაზრდა ბიჭი შეიპყრეს, რომელიც აეროპორტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში შეათრიეს.

 

ასე დააკავეს „ა“ ჯგუფის წევრებმა ე.წ. КГБ-სა და CIA-ს ორმაგი აგენტი გენადი ვარენიკი. მოღალატე საკუთარმა სიხარბემ გასცა.

 

წელიწად-ნახევრის წინ მან სამსახურის სეიფიდან რამდენიმე ათასი მარკა აიღო, ვითომდა ოპერატიული ხარჯებისთვის… ე.წ. ოპერატიულ სამუშაოებს 30 წლის თვითმარქვია ჟურნალისტი ძვირადღირებულ ბარ-რესტორნებსა და საროსკიპოებში ატარებდა, ფული კი, მალე დამთავრდა.

 

მას ეს ფული უნდა დაებრუნებინა, მაგრამ აღარ ჰქონდა. წინაღმდეგ შემთხვევაში, სამსახურში ჩამოაქვეითებდნენ და საზღვარგარეთ გასვლის უფლებასაც შეუზღუდავდნენ. ერთადერთი პერსპექტიული კონტაქტი, რომელსაც შეეძლო ეს ხარჯები გაემართლებინა, იყო ამერიკელი ჟურნალისტი ჩარზ ლევენი, მაგრამ მისი გადმობირება ვერა და ვერ ხერხდებოდა. ის ხშირად ამბობდა, რომ აშშ-ის სამთავრობო წრესთან მჭირდრო კავშირი და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა.

 

ვარენიკმა, კონტაქტის თხოვნით, წერილი შეაგდო აშშ-ის საელჩოს სამსახურეობრივ მანქანაში. ის ძალიან გაოცდა, როდესაც მისი კურატორი CIA-დან ზუსტად ის „ჟურნალისტი“ ჩარლზ ლევენი გახდა.

 

საჭირო თანხის მიღება მან მალევე შეძლო, როდესაც საბჭოთა დაზვერვის სამი აგენტის ვინაობა გაამხილა გერმანიის კანცლერის აპარატში, მაგრამ მას უფრო მეტი უნდოდა. გენადიმ ყველა გასცა, დაწყებული მეგობრებიდან, რომლებიც სწავლის პერიოდში შეიძინა, დამთავრებული GRU-ს თანამშრომლებით.

 

მას ფულის ხარჯვა მოეწონა და გადაწყვიტა, აშშ-ში წასულიყო საცხოვრებლად. იმისთვის, რომ იქ უზრუნველად ეცხოვრა, ამერიკისთვის ინფორმაციული „ბომბი“ უნდა გადაეცა. მან თავის დაძვრენა სცადა და დააკორექტირა მოსკოვის ხელისუფლებიდან მიღებული დავალება – ეპოვნა პოტენციური აგენტები ამერიკელ მეომრებს შორის. შესაბამისად, CIA-მდე გადასხვაფერებული ინფორმაციის მიტანა სცადა, თითქოს, მას რუსებმა დაავალეს, ამერიკელი მეომრების თავშეყრის ადგილებზე ბომბები განეთავსებინა, აფეთქება კი, RAF-ის ტერორისტებს უნდა დაბრალებოდა.

 

აღნიშნულის შესახებ ცნობა რონალდ რეიგანამდე მივიდა, მაგრამ ჯერ CIA-ს თანამშრომლის ხელში აღმოჩნდა, რომელიც, ასევე, რუსულ სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა.

 

მოსკოვის ცენტრისთვის ასეთი „სენსაციის“ ავტორის მოძებნა რთული სულაც არ იყო. გენადის КГБ-დან აცნობეს, რომ მოსკოვში ბინას აძლევდნენ და საჭირო იყო, სასწრაფოდ საბჭოთა კავშირში გამგზავრებულიყო, რათა განკარგულება მიეღო.

 

გამომძიებელი, რომელიც მას კითხავდა, ამტკიცებდა, რომ ვარენიკმა თავად მოყვა ყველაფერი. მანამდე იგი გააშიშვლეს იმის შიშით, რომ ტანსაცმელში საწამლავი არ ჰქონოდა. ასე რომ, პირველ დაკითხვაზე გენადი სპორტული ტანასცმლით და ფეხზე წინდებით იჯდა, ვინდაიდან 47 ზომა შემცვლელი ფეხსაცმლის პოვნა დაზვერვაში მალევე ვერ მოახერხეს.

 

დაკითხვების დროს გაირკვა, რომ ამერიკელებთან დაკავშირების ინსტრუქციები მოსკოვში, მამის ბინაში ინახებოდა. ის პენსიაზე გასული რუსული დაზვერვის პოლკოვნიკი იყო. როგორც აღმოჩნდა, გენადიმ ნახევარ წელიწადში საბჭოთა დაზვერვის 200-მდე აგენტი გასცა და 6 გადმობირებული აგენტიც გაწირა.

 

გენადი ვარენიკი 1987 წლის თებერვალში დახვრიტეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი