logo_geo
ნანა კაკაბაძე: სააკაშვილის 9-წლიანი მართველობის პერიოდში რუსულმა პოლიტიკამ საქართველოში სრულ გამარჯვებას მიაღწია
- +

9 მარტი. 2021. 15:16

 

 

„რუსული ინტერესების სრულად გამტარებელი ,,ნაციონალური მოძრაობა“ რატომღაც ისევ პროდასავლურ იმიჯს ინარჩუნებს“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„ოპოზიცია ძალადობს პოლიციაზე, ფიზიკურადაც კი უსწორდება ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ყველამ კარგად ვნახეთ, „გავრილოვის ღამეს“ როგორ ართმევდნენ პოლიციელებს ფარებსა და ჯოხებს, როგორ ითრევდნენ აგრესიულ ბრბოში. მიუხედავად ამისა, რატომღაც, ქართული ოპოზიცია ისევ პროდასავლური იმიჯით სარგებლობს და ხელისუფლება დღემდე ვერ ახერხებს მათ დასჯას. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვნახეთ, როგორ მკაცრად დაისაჯა 250 ადამიანი და კონგრესმენიც კი ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრისთვის. როდესაც ამ ფონზე ამერიკელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე შტურმისთვის ბრალდებული ადამიანი არ უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ ოპოზიციური ლიდერია და ეს მისი გამოხატვის თავისუფლება იყოო, ამგვარი ორმაგი სტანდარტი არყევს ქართველი ამომრჩევლის იმიჯს დასავლური ფასეულობების მიმართ და ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ფაქტია, რომ სააკაშვილის 9-წლიანი მართველობის პერიოდში რუსულმა პოლიტიკამ საქართველოში სრულ გამარჯვებას მიაღწია.

 

ამ პოლიტიკის გვირგვინი კი 2008 წლის ომი იყო, რომლის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის 22% რუსეთს გადაეცა. ის ტერიტორიებიც კი, რომელიც არასოდეს ყოფილა სადავო, მაგალითად – კოდორის ხეობა და 200-მდე სოფელი შიდა ქართლში, დღეს ოკუპირებულია. საქართველოს იმდროინდემა ხელისუფლებამ ისე ჩააბარა „ზემო აფხაზეთად“ სახელგადარქმეული კოდორის ხეობა რუსეთს, რომ სახელმწიფო დროშა კი არ წამოუღიათ, აბსოლუტურად უბრძოლველად, ტყვიაგაუსროლლად დათმეს პოზიციები და პოლიციის შენაერთები, უბრალოდ, გამოიყვანეს ხეობიდან. ყოველივე ამის შემდეგ, რუსული ინტერესების სრულად გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობა“ რატომღაც ისევ პროდასავლურ იმიჯს ინარჩუნებს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

 

 

ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე:  

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=150037 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი