logo_geo
გივი სიხარულიძე: ორი გოგო მხარზე დავისვი და სცენაზე ვიცეკვე, ხალხი დაჩოქილი მიკრავდა ტაშს...
- +

9 მარტი. 2021. 15:43

 

მსახიობი გივი სიხარულიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრება ფოიერვერკებით იყო სავსე მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოვიდა.

 

მან ასევე ინტერვიუში ისაუბრა, იმის შესახებ, თუ როგორ მდიდრულ დაბადების დღეებს იხდიდა საზღვარგარეთ.

 

„ჩემი დაბადების დღეები იმართებოდა ამერიკაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში. მთელ მსოფლიოში ვიხდიდი დაბადების დღეს, მაგრამ უმთავრესად მოსკოვში და სოჭში, ულამაზესი გოგონების გარემოცვაში… საქმოსნები თან მყვებოდნენ, ჩემი ნიჭით მოხიბლულები იყვნენ.

 

რესტორანში ორი ულამაზესი გოგო მხარზე დამისვია, ავვარდნილვარ სცენაზე და მიცეკვია. ხალხი მუხლებზე დაჩოქილი ტაშს მიკრავდა. ასე ვიცხოვრე მთელი ჩემი ცხოვრება…“ - ამბობს სიხარულიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი