logo_geo
დოდო ხურცილავა: ქართული ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება სააკაშვილის ბიძის ინსტრუქტაჟს
- +

9 მარტი. 2021. 22:44

 

 

„გემახსოვრებათ 31 ოქტომბრის შემდეგ თემურ ალასანიას ისტერიკა, რომელიც მან გუბაზ სანიკიძეს მოუწყო. - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა „კვირასთან“ საუბრობს.

 

„გემახსოვრებათ 31 ოქტომბრის შემდეგ თემურ ალასანიას ისტერიკა, რომელიც მან გუბაზ სანიკიძეს მოუწყო. სანიკიძისგან ალასანია მოითხოვდა სრულ საზოგადოებრივ დაუმორჩილებლობას, პოლიციასა და სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლასა და დესტრუქციას, პერმანენტულ აქციებს. როგორც ხედავთ, ქართული ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება სააკაშვილის ბიძის ინსტრუქტაჟს. ამაზე რა ვიფიქრო?

 

ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენ. ის ახლაც რუსეთის გავლენის აგენტია და ყველაფერს აკეთებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესების გასატარებლად საქართველოში. კასრებში გადამალული ფაილები რომ აღმოვაჩინეთ და მერე გავანადგურეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვენადგურებინა. ყველა მათგანი ევროპაში უნდა ჩაგვეტანა, შეგვეკრიბა დემოკრატიული ქვეყნის ლიდერები და ჩანაწერები გვეჩვენებინა. მაშინ არავითარი შეკითხვა აღარ გაჩნდებოდა სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის კრიმინალურ წარმომავლობაზე. და რადგან ეს არ მოხდა, კრიმინალური ოპოზიცია ახლა ალამუთის ციხეში იღებს ინსტრუქტაჟს, რა უნდა თქვას: ,,ენა, მამული სარწმუნოება“, თუ ,,მამული, ენა, სარწმუნოება“, გააუპატიურა ბერა ივანიშვილმა გოგონა თუ იძალადა ახალგაზრდებზე. ყოველ დღე ამ საკითხების განხილვა ტელევიზიით ამაზრზენია და შეუძლებელი…“ - საუბრობს დოდო ხურცილავა „კვირასთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე :

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=150041&fbclid=IwAR3ehf05URZFeGoEds9VVQQoNyNg4DLMZaBHwI6UqCT2JopupgiBQ58_5zc

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი