logo_geo
დოდო ხურცილავა: არსებობენ მიცვალებულები პოლიტიკაში, რომელთა მხარეს ვერაფრით დავდგები!
- +

9 მარტი. 2021. 23:55

 

 

„მე მაქვს გარკვეული დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხზე, რომელსაც არ ვცვლი“ -ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა „კვირასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მე მაქვს გარკვეული დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხზე, რომელსაც არ ვცვლი. არსებობენ მიცვალებულები პოლიტიკაში, რომელთა მხარეს ვერაფრით დავდგები. თუ ეჭვი გაგიჩნდათ და აღარ იცით, რა იფიქროთ, უნდა ეძებოთ მტკიცებულებები და ამის საფუძველზე გააკეთოთ ანალიზი. ამ ანალიზის პროცესში რაც არ მომწონს – ვამბობ! წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც რემონტს საჭიროებს. ჯერ, რასაკვირველია, ანგრევ, ნაგავი გაგაქვს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ შენებას. როდესაც ქვეყანას 30 წელია, ვანგრევთ, იქ, ბუნებრივია, ნაგავიც გროვდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვანგრევდით არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მის მორალსაც. „რა მოხდა მერე, დრომ მოიტანა“… უკანასკნელი წლების ჩვეული ფრაზა გახდა. სამწუხაროდ, ვერა და ვერ გავიტანეთ პოლიტიკური ავანსცენიდან ის ,,ნაგავი“, რომელიც კარგა ხანია, დაგვიგროვდა და ახლის შენების შესაძლებლობას აღარ გვაძლევს. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ამ კრიმინალების გასამართლება სისტემური დანაშაულისთვის, დამნაშევეებმა პასუხი უნდა აგონ და განაჩენიც მოვიდეს სისრულეში. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, ტუზივით დაეცა ქართულ პოლიტიკურ რეალობას.“ - ამბობს დოდო ხურცილავა.

 

 

ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ბმულზე:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=150041&fbclid=IwAR3ehf05URZFeGoEds9VVQQoNyNg4DLMZaBHwI6UqCT2JopupgiBQ58_5zc

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი