logo_geo
ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკას, მარგინალური პოლიტიკური ძალები კი ამით სარგებლობენ
- +

10 მარტი. 2021. 00:03

 

 

„მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩამოშორებით სარგებლობენ საზოგადოებისგან იგნორირებული, მარგინალური პოლიტიკური ძალები და ცდილობენ, შტურმით ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში“ -ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „კვირასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკას და თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და ბიზნესს დაუბრუნდა. მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩამოშორებით სარგებლობენ საზოგადოებისგან იგნორირებული, მარგინალური პოლიტიკური ძალები და ცდილობენ, შტურმით ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში, რითაც ქვეყანა კიდევ უფრო დიდ კრიზისში გადაინაცვლებს. რეალური ოპოზიციური ძალა კი ქვეყანაში არა და არ ჩანს. თუ დემოკრატიულმა სამყარომ არ შეწყვიტა ქართულ პოლიტიკაში მარგინალური ძალების მხარდაჭერა, სრულიად დაკარგავს კონტროლს კავკასიაზე და რუსეთის წისქვილზე დაასხამენ წყალს. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანსა და სომხეთზე ჩრდილოელი მეზობელი სრულ კონტროლს ახორციელებს. საქართველო კი ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის მხარდაჭერის იმედიც დასავლეთს ჯერ კიდევ უნდა ჰქონდეს.“ - ამბობს ნანა კაკაბაძე.

 

ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ბმულზე :

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=150037&fbclid=IwAR22si53McCYh701hHisTmWUHLn6W37OddtcQIkCxK0ay5VgisnFJnCTzkY

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი