logo_geo
ლევან ყოჩიაშვილი: წლებია, ორმაგი ცხოვრება მაქვს
- +

17 მარტი. 2021. 15:28

 

 

 

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელს ახალი სეზონით დაუბრუნდა. იძულებით პაუზასა და მოლოდინებზე სერიალის ერთ-ერთ მთავარ მსახიობს, ლევან ყოჩიაშვილს ვესაუბრეთ.

 

ლევან ყოჩიაშვილი: პანდემიის გამო ამდენი ხანია, გაჩერებული ვართ და როგორც მაყურებელს, სერიალში მონაწილე მსახიობებსაც ძალიან მოგვენატრა „ჩემი ცოლის დაქალები“. ახალი სეზონი მარტში დაიწყება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. კვირაში ორი სერია გავა ეთერში და როგორც წინა სეზონები, იმედია, ესეც ისეთივე საინტერესო იქნება. ახალი ქუდი უკვე გადავიღეთ და ამ დღეებში სცენების გადაღებაც იწყება. წინა სეზონის დასასრულს ნინა წავიდა და ოჯახს ვიდეო გამოუგზავნა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

– როგორი იყო იძულებითი შესვენება?

 

– მე ტელევიზიამ გადამარჩინა. „ფორმულაზე“ არხის ხმა ვარ და გახმოვანებას გულს ვაყოლებდი. კიდევ კარგი, რომ სულ გაჩერებული არ ვიყავი.

 

სერიალთან დაკავშირებით, მასში გაჟღერებული ბილწსიტყვაობის გამო, ერთგვარ შეზღუდვებზე იყო საუბარი. აზრი გაიყო – ზოგს მიაჩნია, რომ ეს ბილწსიტყვაობის პროპაგანდაა, ზოგისთვის კი ეს, უბრალოდ, რეალობის ასახვაა. თქვენ რას ფიქრობთ?

 

– სერიებს, რომლებიც ეთერში განმეორებით გადის, ხმა ადევს და ასეთი მომენტები დახშულია, გამომდინარე იქიდან, რომ გამეორება დღის საათებში გადის. მაშინ კი სერიალი საღამოს ეთერში გადიოდა. ახლა როგორ იქნება, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს აზრს, ალბათ, გააჩნია, როგორი დოზირებით იქნება. არის კონკრეტული გმირი, რომელიც ასეთია, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დოზით არ უნდა იყოს. ზოგ გმირთან მიმართებაში, ვერ გაექცევი უმაგისობას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ზღვარი და დოზა.

 

– ეს სერიალი თქვენთვის, ალბათ, ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

– უკვე ათი წელია, ამ სერიალზე ვმუშაობთ. პირველი წამიდან ვარ სერიალში და ეს უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გაცნობიერებული მაქვს, რომ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, მაგრამ რადგან ეს შესვენება იძულებითი იყო, განსაკუთრებულად მენატრებოდა. უკმარისობის განცდას იწვევს იმის გარეშე ცხოვრება, რასაც ათი წლის განმავლობაში შეეჩვიე. ამ სერიალის დაწყებიდან დღემდე ბავშვების მესამე თაობა გაიზარდა. ჯეკოსა და ტასოს რომ ვუყურებ, კარგად ვხვდები, რამდენი დრო გავიდა. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ ემოციური გამოვიდა ჩვენი შეკრება ახალი ქუდის გადასაღებად.

 

– ალბათ, ყველა გეკითხებოდათ, როდის დაიწყებოდა.

 

– სერიალი ყველა ადამიანის ოჯახში შევიდა, სახალხოდ გადაიქცა და ყველა ელოდება მის დაწყებას. დიდი ინტერესი იყო და შესაბამისად, ბევრი მეკითხებოდა, როდის დაიწყებოდა ახალი სეზონი. მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. თუმცა, ის, რომ სერიალი აუცილებლად გაგრძელდებოდა, ეჭქვეშ არასდროს დამდგარა. სიმართლე გითხრათ, არც ვფიქრობ, რა იქნება მერე, როცა სერიალი დასრულდება. წლებია, ორმაგი ცხოვრება მაქვს – ოჯახზე მეტი დრო გადაღებებზე მაქვს გატარებული და ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ ათ წელზე. ჩვენნაირ ქვეყანაში ეს დიდი გამართლებაა. ამიტომ სულ ვამბობ, რომ მე გამიმართლა. ასეთი პროექტი, რომელიც ამდენ ხანს გაგრძელდება და ასე შეუყვარდება მაყურებელს, შეიძლება, მეტი აღარ იყოს. მთავარი როლი ითამაშო ამ სერიალში და პირველივე წამიდან მისი განუყოფელი ნაწილი იყო, ნამდვილად გამართლებაა და ძალიან მსიამოვნებს, რომ როგორც მსახიობს, ამის შესაძლებლობა მომეცა. ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე ყველანაირი თვალსაზრისით, რაც მსახიობისთვის განსაკუთრებით ღირებულია.

 

– რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე გქონდათ, ამასობაში რამდენი წლის გახდით?

 

– 43-ის. პანდემიიდან გამომდინარე, სიფრთხილის დაცვით, იმ დღემ აღნიშვნის გარეშე ჩაიარა. მოლოცვებს ტელეფონით ვიღებდი. სიმართლე გითხრათ, არ ვგიჟდები ჩემს დაბადების დღეზე. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად უყვართ საკუთარი დაბადების დღე, მე არ ვარ მათ შორის. თუმცა, ამქვეყნად რომ გაჩნდი, ღმერთს მადლობა უნდა უთხრა.

 

– დათო აუცილებლად აღნიშნავდა ამ დღეს საძმაკაცოსთან ერთად.

 

– კი, პანდემიის მიუხედავად, მაინც აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად (იცინის). მე მაინცდამაინც არ მიყვარს აღნიშვნა. მხოლოდ – ოჯახთან ერთად, ძალიან ვიწრო წრეში. ეს პერიოდიც არ მიყვარს, რადგან მზე და სიცხეა ჩემთვის მნიშვნელოვანი. როცა ცივა და ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერია, თითქოს, სულ ცუდ ხასიათზე ვარ.

 

– სუფრა და სასმელი...

 

– ადრე უფრო მიყვარდა. დათოსავით ნამდვილად არა, მაგრამ მიყვარდა ოთხ-ხუთ მეგობართან ერთად დალევა და ნაბახუსევიც. როცა ვმუშაობ, მაშინ საერთოდ არ ვეკარები სასმელს. ისე, ზომიერად. ნორმალური სიმთვრალე მაქვს, ძალიან მშვიდობიანი კაცი ვარ, ჩემთვის ვთვრები ხოლმე (იცინის). სუფრასა და კერძებს რაც შეეხება, არც დიდი გურმანი ვარ და არც გამორჩეულად ვამზადებ. თუმცა ხორცთან ურთიერთობა გამომდის. შემიძლია, კარგად შევწვა, კარგი ყაურმის გაკეთებაც გამომდის. თუმცა, არ ვარ პრეტენზიული და არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, გემრიელი კერძის შესაკვეთად სადმე რომ სპეციალურად წავლენ. სახლში რაც არის, იმას შევჭამ.

 

– თქვენს ოჯახში რომელია გამორჩეული დღესასწაული?

 

– ძალიან მიყვარს აღდგომა. ჩემთვის გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც მართლა მიხარია და ვზეიმობ. ეს დღე სიცოცხლის დღესასწაულია, გაზაფხულია და ამაღლებული განწყობით ვხვდები. ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე, რწმენა ცხოვრების წესიო. მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს. ვერ გეტყვით, რომ ძალიან ეკლესიური ვარ. უფლის მწამს და მეშინია, ვცდილობ, ყოველდღიურობაში სწორად მოვიქცე და ღმერთი იყოს ჩემში, ტყუილად არავის ვაწყენინო, არ ვავნო, ცუდად არ მოვიქცე.

 

– შვილები...

 

– გოგონამ ბაკალავრიატი დაასრულა და უკვე ერთი წელია, მაგისტრატურაზე სწავლობს. „ჯიპას“ საერთაშორისო სამართალი დაამთავრა და საჯარო მართვაზე გააგრძელა სწავლა.

 

– პოლიტიკას უმიზნებს?

 

– დიახ, ეს განათლება მაგ სფეროსაც მოიაზრებს და ვნახოთ, რა მიმართულებას აირჩევს. შეიძლება, პოლიტიკაშიც ვნახოთ, არ არის გამორიცხული. ახალგაზრდა და მით უმეტეს, კარგი განათლების ადამიანებმა უნდა შეცვალონ მომავალი უკეთეს

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი