logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძემ რეზერვთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა
- +

24 მარტი. 2021. 00:24

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში რეზერვის შესახებაც ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე შიდა შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ცვლილებები კანონპროექტებში, რაც თავდაცვის შიდაუწყებრივ აქტებშიც აისახება.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ რეზერვის მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, არამედ რეზერვის სისტემა რეალობას მოერგება. მან, ასევე აღნიშნა, რომ რეზერვის კუთხით უწყებაში სამუშაო ჯგუფის ფორმატში ექსპერტები საფუძვლიანად მსჯელობენ.

big_banner
არქივი