logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციაზე რეგისტრირებული არის 11 000-ზე მეტი მოქალაქე, აქედან მხოლოდ ნახევარი არის Pfizer-ზე რეგისტრირებული
- +

26 მარტი. 2021. 22:53

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია ამ დროისთვის 11 000-მა მოქალაქემ გაიარა.

 

"დღესდღეობით რეგისტრირებული არის 11 000-ზე მეტი მოქალაქე და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ნახევარი არის Pfizer-ზე რეგისტრირებული და დანარჩენი რეგისტრირებული არის AstraZeneca-ზე. ეს არ არის მხოლოდ იმ გარემოებიდან, რომ Pfizer-ის მარაგი ამოიწურა.

 

აქ მნიშვნელოვანი იყო ის კალენდარული გადანაწილება, რომელიც სამინისტროს ჰქონდა დადგენილი და ეს ვაქცინაციის პროცესი გადანაწილებულია ამ პერიოდისთვის მხოლოდ 14 აპრილამდე და 14 აპრილის შემდეგ ერთკვირიანი ფანჯარა კიდევ დამატებით გაიხსნება დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და დამატებითი დოზები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

big_banner
არქივი