logo_geo
თეა წულუკიანი: პრიორიტეტი იქნება ხელოვანი ადამიანი, რომელიც თავს ყველასგან, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან მიტოვებულად გრძნობს
- +

30 მარტი. 2021. 11:46

 

„პრიორიტეტად მესახება ის, რომ ახალგაზრდას ან იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ახალგაზრდა არ არის, მაგრამ ხელოვანია და თავს გრძნობს მიტოვებულად ყველასგან და პირველ რიგში სახელმწიფოსგან, ჩვენ რაღაცნაირად მივწვდეთ“, - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეგიონულ მუზეუმებს, თეატრებს, თავისუფალ დასებსა და ხელოვანებს მეტი ყურადღება მიექცევა.

 

„ჩემი სურვილია, რომ ჩვენი სამინისტრო არ იყოს აღქმული როგორც მხოლოდ მარჯანიშვილის ან რუსთაველის თეატრის სამინისტრო. ასევე, მეორე უმთავრესი მიმართულება არის კულტურაზე წვდომის პრობლემა, რადგან კულტურაზე წვდომა სხვანაირია რუსთავში და სხვანაირია ჭიათურის ამა თუ იმ სოფელში.

 

სრული თანასწორობა მიღწეული ვერ იქნება, მაგრამ დისბალანსი უნდა იყოს იმხელა, რომ ეს სასწორი მეტ-ნაკლებად გასწორდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

https://imedinews.ge/ge/kultura/194551/tea-tsulukiani-prioriteti-iqneba-khelovani-adamiani-romelits-tavs-kvelasgan-pirvel-rigshi-sakhelmtsiposgan-mitovebulad-grdznobs

 

big_banner
არქივი