logo_geo
ნინო დარასელი: იმდენად მეშინია დედასთან შეხვედრის, ამაზე ვერც კი ვფიქრობ...
- +

30 მარტი. 2021. 13:19

 

რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მისი შვილი, ცნობილი ჟურნალისტი, ნინო დარასელი დედის მოლოდინზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობდა.

 

„ძალიან მოულოდნელი იყო რუსოს ჩვენთან აღარ ყოფნა და ახლა ეს დაბრუნება, ბუნებრივია, რადგან სრული დრო გავიდა. ინფორმაცია ისე გამოქვეყნდა, თითქოს შეწყალება მიიღო. სინამდვილეში ვადა ამოიწურა – ოთხი წლის წინაც ეს თარიღი ვიცოდით.

 

იმდენად მეშინია ამ შეხვედრის, იმდენად დიდი ემოცია მაკავშირებს რუსოს დაბრუნებასთან, ამაზე ვერც კი ვფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში რუსოსა და მაიას დაბრუნება უდიდესი ემოცია იქნება. თან, სულ მეშინია და ვფიქრობ ხოლმე, ხომ ყველაფერი კარგად იქნება და ნამდვილად დაბრუნდებიან?!

 

ოთხი წლის განმავლობაში არც ერთხელ მინახავს. ორჯერ კლინიკაში გამოსული დავინახე შორიდან. მართალი გითხრათ, არც მქონია იქ ნახვის სურვილი. არ მინდოდა, იმ რეალობაში დამენახა. ვაპროტესტებ იმას, რაც მოხდა, ასე გადავწყვიტე. მისი სურვილიც იყო. არ უნდოდა, იმ სიტუაციაში გვენახა…“ - ამბობს ნინო დარასელი „თბილისელებთან“ საუბრისას.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი