logo_geo
ხათუნა ჟორდანია: ავადმყოფობის პერიოდში ძალიან ვიგრძენი ზურას სიყვარული..
- +

31 მარტი. 2021. 18:26

 

მომღერალი ხათუნა ჟორდანია ჟურნალ „სარკესთან“ მძიმე დაავადების შესახებ საუბრობს და რთულ პერიოდში ოჯახის წევრების თანადგომაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

 „მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. გავდიოდი მკურნალობის კურსს და ახლა ველოდები ამ მკურნალობის შედეგებს… ეს არის დაავადება, რომელიც მაშინ წაგაქცევს, თუ შენ ემოციურად ვერ გაუმკლავდები. დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა და რწმენა, რომ შენ მას ნამდვილად მოერევი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებაც. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც იყო მძიმე ეტაპები, როდესაც დეპრესიაში ვიყავი…

 

ჩემი ავადმყოფობის პერიოდში ძალიან ვიგრძენი ზურას სიყვარული და ამას ვუფასებ. ზურა ჩემი იმედია ცხოვრებაში. მე მყავს გვერდით მამაკაცი, რომელსაც სრულად დავეყრდნობი…“ - განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი