logo_geo
ირაკლი ბენდელიანი: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე მალე გამოჯანმრთელდება და დადებითი ენერგიით მალე შემოგვიერთდება
- +

1 აპრილი. 2021. 02:58

 

„ბატონი კახა კალაძე თავს კარგად გრძნობს, უკეთესად არის“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, კახა კალაძე დისტანციურად ჩართულია დედაქალაქის მერიის საქმიანობაში.

 

„ბატონი კახა კალაძე თავს კარგად გრძნობს, უკეთესად არის. რა თქმა უნდა, დისტანციურად ჩართულია პროცესებში, ყოველდღიურ საქმიანობაში დედაქალაქის მერიის. მინდა, მას კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა ვუსურვო.

დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოჯანმრთელდება და იმ დადებითი ენერგიით და ენთუზიაზმით ძალიან მალე შემოგვიერთდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი