logo_geo
თეონა კონტრიძე: საქართველოს და რუსეთს შორის ვერცერთს ვერ გადავხაზავ
- +

5 აპრილი. 2021. 18:41

 

მომღერალმა თეონა კონტრიძემ „იმედის დილის“ შოუში, საქართველოსა და რუსეთის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

 

„მგონია, რომ რაღაც კომპიუტერულ კვესტში ვიღებ მონაწილეობას, სულ რაღაც დონეებს გავდივარ, სულ მგონია, რომ მინები მიდევს და მიწევს  გურული დიპლომატიით ამ ყველაფრის გავლა, რომ საქართველოსა და რუსეთის წინაშე, დარჩე მართალი. ერთი ჩემი ცხოვრება, ჩემი გენები, ჩემი სისხლია, მეორემ კი მე მომცა პროფესია, მომცა ჩემი ქმარი, ჩემი სამეგობრო. ვერ ვიტყვი, რომელი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა, ეს ორივე 50/50-ზეა და ვერცერთს ვერ გადავხაზავ“, - ამბობს კონტრიძე.

 

მან ასევე ორივე ქვეყანას მოუწოდა ქრისტიანული ეპისტოლეების არდავიწყებისკენ.

 

„ზოგჯერ იდეოლოგია, რომ ორივეგან სწორად დარჩე, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მე მინდა, რომ ორივემ - საქართველომ და რუსეთმა არ დაივიწყონ ელემენტარული ქრისტიანული პოსტულატები: მოთმინება, მიტევება და სიყვარული“, - განაცხადა კონტრიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი