logo_geo
ნინო ქათამაძე: თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა
- +

9 აპრილი. 2021. 18:33

 

 

უკრაინული გადაცემა „1+1“ ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძეს კახეთში სტუმრობდა. მომღერალმა უკრაინულ გადამღებ ჯგუფს თელავთან მდებარე ღვინის სასტუმრო, „შატო მერეში“ უმასპინძლა.

 

ნინომ ინტერვიუში თქვა, რომ ახალ ალბომზე მუშაობს.  იქვე ახლოს აქვს მიწა, სადაც ბაღი გააშენა და მალე საცხოვრებლადაც გადავა.

 

მომღერალმა მეუღლეზე, ქირურგ დავით ლოლაძეზეც ისაუბრა.

 

„არ ვიცი, ეს იქნება აგარაკი თუ არა, მაგრამ აქ ცხოვრება მინდა. გარშემო რა ბუნებაც გაქვს, ისეთი ადამიანი ხარ. აქ არის ბუნების ნაბოძები ყურძენი და მასზე მზრუნველი ხალხი, რომელიც მთელი წლის მანძილზე ესაუბრება ვაზს და ბოლოს მისგან სულისთვის განკუთვნილ ნამდვილ წამალს ამზადებს.

 

ჩემი ქმარ-შვილი კახელები არიან. სხვისი ხასიათი არ ვიცი, ჩემი ქმარი კახელია და ის ძალიან მიყვარს. ის საუკეთესოა. გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა, ჩვენ მეგობრები ვართ. ერთმანეთს ისეთებად ვიღებთ, როგორებიც ვართ. ხან მე ვარ სუსტი, ხან – ის. თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა. თუ ერთად ვართ, ეს მშვენიერია.

 

მნიშვნელობა არ აქვს, ვის ცუდი ხასიათი აქვს, ვინ გასტროლზე დადის თუ არა, არის ურთიერთობა, რომლის დროსაც, მას რომ ხედავ და თვალები გიბრწყინავს, უკვე საკმარისია.

 

ჩემ შვილს რაც შეეხება, გარდატეხის ასაკი აქვს, ახლა ერთდროულად უნდა, ხან მხატვარი გამოვიდეს, ხან მწერალი, ხანაც -კოსმონავტი, ან 50 წლის შემდეგ ჰქონდეს სააგენტო, რომელიც მარსზე გაფრენის მსურველებს გაუშვებს“, - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი