logo_geo
ზურა მანჯავიძე: ჩემი ცხოვრება, ყველაფრით იყო სავსე...
- +

10 აპრილი. 2021. 15:30

 

მომღერალი ზურა მანჯავიძე, „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს თუ როგორ უმკლავდება პანდემიის პერიოდს :

 

 

„ სულ მალე 50 წლის ვხდები. ეს გზა ადვილი გასავლელი არ იყო, ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში. ანუ, ჩემი ცხოვრება, ყველაფრით იყო სავსე. იყო სირთულეებიც, გაჭირვებაც, უიმედობებიც, დაცემებიც, წამოდგომებიც, წარმატებებიც, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, ეს ცხოვრების ანუ საუკუნის ნახევარი გზა საინტერესოდ გავიარე. ბოლო ერთი წელი კი ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა და ჯერ კიდევ არის. რომ მკითხოთ, რითი ცხოვრობო, გიპასუხებთ: ალბათ, ფოკუსებით-მეთქი. რაც დანაზოგი მქონდა – რაღაც პერიოდი იმით „გავქაჩე“, ხან მეგობრები მეხმარებიან და იმ დონემდე მივედი, შვილიც კი მეხმარება. ხან ვინ გამიმართავს ხელს და მეხმარება და ხან ვინ, მიუხედავად იმისა, რომ არ გავჩერებულვარ. 6-7 თვეა, თონე გავაკეთე და ძირითადად, იქით მიმქონდა ფული (იცინის). რესტორნებში შემქონდა ჩემს თონეში გამომცხვარი პური და მერე, რესტორნებიც დაიკეტა. ახლა, ღვეზელების ცხობა დავიწყე. ყველისა და ხორცის ღვეზელებს ვაცხობდი და მარხვის პერიოდში კარტოფილისასაც დავუმატებ. ასე რომ, გულხელდაკრეფილი არ ვზივარ.“- ამბობს მანჯავიძე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი