logo_geo
თეა წულუკიანი: მორწმუნე ვარ და მეამაყება რომ ვარ მართლმადიდებელი
- +

13 აპრილი. 2021. 13:11

 

 

აქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, გადაცემაში “ნოესთან” საუბრობს ცინიზმზე და რწმენაზე:

 

“პოლიტიკოსისთვის ცინიზმი რამდენად მომგებიანია არ ვიცი, მაგრამ ცხოვრება ამის გარეშე ძალიან ძნელია. მე ჩემ თავთანაც დიდი ცინიკოსი ვარ და ოჯახის წვერებმა ეს იციან. ვინმეს რომ არ ეგონოს, ჩემი ცინიზმის მსხვერპლი გახდა უსამართლოდ, მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად და ვცდილობ, გარედან შევხედო ჩემ თავს და ახლობლებს ხშირად უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე შენი თავის დაცინვა და დაკნინება, არ ვარგაო. ფრანგულში არის ასეთი გამოთქმა, ვიღაცაზე რომ გკითხავენ როგორი ადამიანია, თუ გითხრას, რომ თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ეს ძალიან ცუდი დახასიათებაა ფრანგებისთვის. იუმორის ნიჭი ბოძებული ნიჭია და მე ეს დიდად არ მაქვს, მაგრამ ეს არის, ალბათ უფრო ცინიზმი. დიდი იმედი მაქვს, ეს ჩემი ხუმრობა, თუ ცინიზმი, ადამიანებს მიმე განცდებში არ აგდებს. ეს არ არის ჩემი მიზანი.

 

ძალიან დიდი მორწმუნე ვარ და მეამაყება რომ ვარ მართლმადიდებელი, რწმენა ბევრ რამეში მეხმარება, რაც არ უნდა ვიძახო, რომ მყარი ფსიქიკა მაქვს, რა თქმა უნდა ზემოდან დახმარების გარეშე, მე ერთი ადამიანი, ერთი ქათმის წონა ქალი ვერ შევძლებდი….” - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი